PsychoRoom
ჯგუფური დანაშაულის ფსიქოლოგია

ჯგუფური დანაშაულის ფსიქოლოგია

01.02.2023

ჯგუფური დანაშაულის ფსიქოლოგია

01.02.2023

ჯგუფური დანაშაულის ფსიქოლოგია


პასკალი ამბობდა; ,, კაცთა ცოდვა და დანაშაულნი უფრო ბევრ რამეს გვასწავლის ვიდრე კეთილნი საქმენი მათნი".
 

დანაშაულის მრავალი სახე არსებობს, თუმცა, ფართოდ გვხდება როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური დანაშაული.  ამ სტატიაში გაეცნობით თუ რას წარმოადგენს ჯგუფი ფსიქოლოგიურ- იურიდიული თვალსაზრისით. როგორ იქმნება  დანაშაულებრივი გაერთიანება და რა სამართლებრივი პასუხიმგებლობა ეკისრება მათ ქართული სისხლის სამართლით.
  ჯგუფი წარმოადგენს ინდივიდთა სოციალურ გაერთიანებას, რომელსაც გააჩნიათ საერთო ინტერესები, მიზნები და ა.შ
 კრიმინალური ჯგუფი- რომელიც, იქმნება დანაშაულის ჩასადენად ასევე წარმოადგენს საერთო ინტერესთა  მქონე ინდივიდთა გაერთიანებას, თუმცა, მათი მიზანი გარკვეული სარგებლის მიღებაა არასამართლებრივი გზით.
1. პირველ შემთხვევაში  ასეთი ჯგუფის  არსებობა  მართლზომიერია, რადგან, ადამიანები სოციალური არსებები ვართ  და გვჭირდება სოციალური ურთიერთობები.
კრიმინალური ჯგუფის ჩამოყალიბება ჩანასახშივე წარმოადგენს დანაშაულს რადგან მართლსაწინააღმდეგო ქმედების  განხორციელებას  ისახავს მიზნად.

დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი  თუკი ორი ან მეტი ამსრულებელი მოქმედებდა  წინასწარ შეუთანხმებლად ან წინასწარი შეთანმხებით. მათი მიზანია მიიღონ ფინანსური ან სხვა სახის მატერიალური სარგებელი უკანონოდ.
იმისათვის, რომ დანაშაული დაკვალიფიცირდეს, როგორც ჯგუფური დანაშაული ამისთვის პირები, უნდა იყვნენ სისხლის სამართლის სუბიექტები, ანუ მათზე უნდა იყოს შესაძლებელი სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის - სასჯელის დაკისრება.
  ქართული სისხლის სამართალი ითვალისწინებს პირის იმ ფსიქოლოგოურ მდგომარეობას, როდესაც მას არ შეუძლია გააცნობიეროს მისი ქცევის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.  ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობანი სისხლის სამართალში შემოტანილია ბრალის შემამსუბუქებელი და გამომრიცხველი ცნების სახელით.
 თუ ჯგუფში  გაერთიანებულია პირი
1) 14 წელს მიუღწეველი მოზარდი
2) ფსიქიკურად შეურაცხასი
3) შეზღუდულად შერაცხადი პიროვნება
 პირველ და მეორე შემთხვევაში  სასამართლო ბრალს უხსნის  სუბიექტს, ხოლო მესამე შემთხვევაში ბრალს უმსუბუქებს.

ქართულ რეალობაში უცხო არ არის  ჯგუფური ორგანიზებული დანაშაულებანი, ამ ჯგუფის წევრები ხშირად არიან თაღლითები, გააჩნიათ კარგი მანიპულირების და სანდოობის გრძნობის გაჩენა ინდივიდში... ამ გზით ისინი ითვისებენ პირად ინფორმაციას, ფულს, ქონება და სზვა სამართლებრივ სიკეთეებს.
 ვფიქრობ,  ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულთან ბრძოლა არამარტო სამართალდამცავთა, არამედ ჩვენი მოქალაქეთა ინტერესიცაა, რათა უფრო უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ.

პატივისცემით, ავტორი ❤

ნინო კაჭარავა